ჩელსიმ იუვენტუსს ლოფტუს-ჩიკის იჯარაზე უარი შეუთვალა

"ჩელსიმ" "იუვენტუსს" თავდამსხმელ რუბენ ლოფტუს-ჩიკის ნახევარწლიან არენდაზე უარი უთხრა, წერს La Gazzetta dello Sport.
თუ "ბებერ ქალბატონს" ინგლისელის გადაბირება ამ ზამთარსვე სურს, მაშინ სრულფასოვანი ტრანსფერი უნდა გაჩარხოს.
"იუვეს" ფინანსური მდგომარეობა სტაბილური არ არის და ახალი ფეხბურთელის შესაძენად ჯერ ვინმე უნდა გაყიდოს.
მიმდინარე სეზონში ლოფტუს-ჩიკმა პრემიერ ლიგაში 12 მატჩი ჩაატარა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.
შეგახსენებთ, გასული სეზონი 25 წლის ინგლისელმა იჯარით ლონდონის "ფულემში" გაატარა, რომელიც საბოლოო ჯამში ჩემპიონშიპში გავარდა.