ავტორიზაცია

რას ვუყუროთ დღეს? - ყურადღების ცენტრში პრემიერ ლიგის საჩემპიონო ბრძოლაა

რას ვუყუროთ დღეს? - ყურადღების ცენტრში პრემიერ ლიგის საჩემპიონო ბრძოლაა
თარიღი 15 იან 2022, 11:00

დღის ცენტრალური დაპირისპირება გაიმართება ადრეულ საათებში - "მანჩესტერ სიტი" საკუთარ კედლებში ლონდონის "ჩელსის" მიიღებს. როგორც ვხედავთ, წინ გველის პრემიერ ლიგის საჩემპიონო ბრძოლა, რომელიც "ქალაქელების" მოგების შემთხვევაში სეზონის ბოლომდე შესაძლოა საერთოდ ინტრიგას მოკლებულად დარჩეს.

კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა ეპლ-იდან - "მანჩესტერ იუნაიტედი" სტივენ ჯერარდის ბირმინგემის "ასტონ ვილას" ესტუმრება. "წითელი ეშმაკების" საშინელი არასტაბილურობის გათვალისწინებით, "ლომების" გამარჯვება საკმაოდ რეალურია. ვნახოთ, რას იზამენ "მანკუნიანელები".

სერია ა-ში ტურინის "იუვენტუსი" მიიღებს "უდინეზეს", ბუნდესლიგაში მიუნხენის "ბაიერნი" ესტუმრება "კიოლნს", ლიგა 1-ში კი "პარი სენ-ჟერმენი" "ბრესტს" მიიღებს. "პსჟ"-ს არ ეყოლება ლეო მესი, რომელმაც სრულფასოვნად გამოჯანმრთელება ჯერ ვერ მოახერხა. მატჩების სრული განრიგი კი ასეთია:

16:30 - მან სიტი-ჩელსი

18:30 - კიოლნი-ბაიერნი

21:30 - ასტონ ვილა-მანჩესტერი

21:30 - გლადბახი-ლევერკუზენი

23:45 - იუვენტუსი-უდინეზე

23:55 - პსჟ-ბრესტი

00:30 - ბეტისი-სევილია