ავტორიზაცია

ატლეტიკო პრემიერ ლიგაში დაბრუნებული ტრიპიერის შემცვლელს ეძებს და 5 კანდიდატურას განიხილავს

ატლეტიკო პრემიერ ლიგაში დაბრუნებული ტრიპიერის შემცვლელს ეძებს და 5 კანდიდატურას განიხილავს
თარიღი 15 იან 2022, 16:50

მადრიდის "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობა მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე წასული მარჯვენა მცველის, კირან ტრიპიერის შემცვლელის ძიებაშია.

მოგეხსენებათ, 31 წლის ინგლისელი უკანახაზელი ამ ზამთარს პრემიერ ლიგაში დაბრუნდა, სადაც "ნიუკასლის" ღირსებას დაიცავს - "კაჭკაჭებს" მისი ტრანსფერი 13,5 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, "როხიბლანკო" ტრიპიერის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს.

ასე და ამგვარად, მადრიდული კლუბის სამიზნეთა შორის 5 მარჯვენა მცველია: დანიელ ვასი ("ვალენსია"), რასმუს კრისტენსენი ("ზალცბურგი"), მატია დე შილიო ("იუვენტუსი"), დიოგუ დალოტი ("მანჩესტერ იუნაიტედი") და პაბლო მაფეო ("შტუტგარტი", ამჟამად იჯარით "მალიორკაში" თამაშობს).

ცნობისთვის, ტრიპიერი "ატლეტიკოს" ღირსებას 2019 წლის ზაფხულიდან იცავდა, გუნდს იგი "ტოტენჰემიდან" 19,8 მილიონ ფუნტად შეუერთდა.