ავტორიზაცია

"სპონტანურობა ახასიათებს, მაგრამ ეპატიება", - დორტმუნდში ჰოლანდის ხმაურიან განცხადებას უპასუხეს

"სპონტანურობა ახასიათებს, მაგრამ ეპატიება", - დორტმუნდში ჰოლანდის ხმაურიან განცხადებას უპასუხეს
თარიღი 15 იან 2022, 17:00

"დორტმუინდის" გენერალური დირექტორი, ჰანს-იოაჰიმ ვატცკე თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის განცხადებას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, 21 წლის ნორვეგიელმა სუპერვარსკვლავმა თქვა, რომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო, კლუბი მასზე ზეწოლას ახდენს.

"სპონტანურობა ახასიათებს, ახალგაზრდა ბიჭია, ამიტომაც ეს ეპატიება. ერლინგთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ სიტუაცია უნდა გაიგოს. მის გადაწყვეტილებას მაისამდე ვერ დაველოდებით", - ციტირებს ბორუსიელთა დირექტორის სიტყვებს Sport1.de.

"არავითარ შემთხვევაში არ ვახდენთ ერლინგზე ზეწოლას. მოლაპარაკებები და შეხვედრები დაწყებული ჯერ არ არის, ამიტომაც მისი განცხადების არ მესმის",

"ვფიქრობ, "ფრაიბურგთან" მატჩში მიღებული ყვითელი ბარათის გამო ცოტა აღელვებული იყო. მას, როგორც პროფესიონალს, უნდა ესმოდეს, რომ რაღაც მომენტში მომავალზე საუბარი გარდაუვალია", - დასძინა ვატცკემ.

მოგეხსენებათ, ჰოლანდს ბორუსიელებთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მასში ჩადებული პუნქტის თანახმად, მომავალ ზაფხულს ნებისმიერ მსურველ კლუბს მისი ყიდვა 75 მილიონ ევროდ შეეძლება.

მიმდინარე სეზონში ერლინგმა ყველა ტურნირზე ერთად "დორტმუნდის" მაისურით 18 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.