ავტორიზაცია

VIDEO: მანჩესტერ სიტიმ ეტიჰადზე ჩელსის დე ბრუინის გოლით მოუგო და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა

თარიღი 15 Jan 2022, 18:30

ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურის ეგიდით, "მანჩესტერ სიტიმ" "ეტიჰადზე" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "ქალაქელთა" გამარჯვებით დასრულდა, მინიმალური ანგარიშით - 1:0.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, შეხვედრაში ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე გავიდა - "არისტოკრატთა" კარი კევინ დე ბრუინმა აიღო, საგოლე გადაცემა კი საკუთარ აქტივში ჟოაო კანსელომ ჩაიწერა.

გამოსარჩევი ფაქტია, რომ "ჩელსიმ" მეტოქის კარისკენ მთელი მატჩის მანძილზე მხოლოდ 4-ჯერ დაარტყა, საიდანაც ზუსტი ერთადერთი აღმოჩნდა.

ასე და ამგვარად, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში "სიტიმ" ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა და ტომას ტუხელის შეგირდებს უკვე 13 ქულით უსწრებს.

პეპ გვარდიოლას გუნდი მომდევნო მატჩს "საუთჰემპტონთან" (22 იანვარს) სტუმრად გამართავს, ხოლო "ჩელსი" "ბრაიტონს" (18 იანვარს) ესტუმრება.