ავტორიზაცია

კონტრაქტიც მზადაა — ინტერი მომავალ ზაფხულს დიბალას უფასოდ გადაბირებას გეგმავს

კონტრაქტიც მზადაა — ინტერი მომავალ ზაფხულს დიბალას უფასოდ გადაბირებას გეგმავს
თარიღი 15 იან 2022, 19:10

"ინტერი" მომავალ ზაფხულს "იუვენტუსის" თავდამსხმელის, პაულო დიბალას უფასოდ გადაბირებითაა დაინტერესებული, წერენ იტალიურ მედიაში.

როგორც Football Italia და La Gazzetta dello Sport-ი იუწყებიან, "ნერაძურის" გენერალური დირექტორი, ბეპე მაროტა ცოტა ხნის წინ არგენტინელის აგენტს დაუკავშირდა და შესაძლო ტრანსფერის დეტალები განიხილა.

მილანური გრანდი დიბალას 5-წლიან კონტრაქტსა და წელიწადში 7,5 მილიონ ევროიან ხელფასს შესთავაზებს, აგრეთვე ხელშეკრულების გაფორმებისთვის სოლიდურ ბონუსსაც ჰპირდება.

ცნობისთვის, 28 წლის სამხრეთამერიკელ სუპერვარსკვლავს "ბებერ ქალბატონთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. "იუვენტუსში" იგი წლიურად 7,3 მილიონს გამოიმუშავებს.

მიმდინარე სეზონში დიბალამ ყველა ტურნირზე ერთად ტურინელთა რიგებში 20 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასიც მიითვალა.