ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია — ბაიერნში ნოიერის მომავალი პრაქტიკულად გარკვეულია

შეთანხმება მიღწეულია — ბაიერნში ნოიერის მომავალი პრაქტიკულად გარკვეულია
თარიღი 15 იან 2022, 19:58

მიუნხენის "ბაიერნი" და გოლკიპერი, მანუელ ნოიერი ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან.

ცნობისთვის, 35 წლის გერმანელ კიპერს "რეკორდმაისტერთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

როგორც Sky Sport Deutschland-ი იტყობინება, მხარეები უკვე შეთანხმდნენ. ახალი კონტრაქტი სამ წელზე იქნება გათვლილი.

ნოიერი "ბაიერნის" ღირსებას 2011 წლიდან იცავს. ნოემბერში დაიწერა, რომ ვეტერან კარის დარაჯს მიუნხენში დარჩენა 2025 წლამდე სურს.

მიმდინარე სეზონში მანუმ ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 10-ჯერ შეინახა.