ავტორიზაცია

რეალში იციან, რომ ჰოლანდის მომავალი უახლოეს დღეებში გადაწყდება — რამდენად რეალურია მადრიდში ტრანსფერი?

რეალში იციან, რომ ჰოლანდის მომავალი უახლოეს დღეებში გადაწყდება — რამდენად რეალურია მადრიდში ტრანსფერი?
თარიღი 15 იან 2022, 20:13

"რეალი" მომავალ ზაფხულს "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეს ყიდვასაც აპირებს და "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდისაც.

როგორც ესპანურ გრანდში ფიქრობენ, ზემოთნახსენები ორივე ფეხბურთელი კლუბის პროექტს იდეალურად მოერგება და ამაში დარწმუნებულებიც კი არიან. "სამეფო კლუბს" ამ ტრანსფერების გაჩარხვა 2022/23 წლების სეზონის დაწყების წინ სურს. თუმცა, არ არის გამორიცხული, ჰოლანდის "რეალში" გადასვლა კიდევ ერთი წლით გადაიდოს.

მიუხედავად ამისა, მადრიდში იციან, რომ ნორვეგიელის მომავალი უახლოეს რამდენიმე დღეში გადაწყდება. კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლასა და "დორტმუნდის" წარმომადგენლებს უკვე ესაუბრა. აღნიშნულია, მადრიდელთა და ბორუსიელთა ხელმძღვანელებს მეგობრული ურთიერთობა აქვთ, ამიტომაც "დორტმუნდი" "რეალს" ერლინგის გარშემო არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ყველა ცვლილების შესახებ ამცნობს.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, ერლინგი ახალ კლუბში კარგი ფეხბურთელების გვერდით თამაშის წინააღმდეგი არ არის. 21 წლის ფორვარდის მიზანი ტიტულები და გუნდში მნიშვნელოვანი როლია. იგი აცნობიერებს, რომ "რეალს" ამის მიცემა შეუძლია.

ჰოლანდის ტრანსფერი საერთო ჯამში დაახლოებით 350 მილიონი ევრო დაჯდება, თუ ფეხბურთელის აგენტისა და მამის საკომისიოებს გავითვალისწინებთ, აგრეთვე ერლინგის ხელფასს 6-წლიანი კონტრაქტის მიხედვით. მის კონტრაქტში დევს გამოსასყიდი თანხის პუნქტიც - 75 მილიონი ევრო.

გავრცელებული ინფორმაციით, მბაპე მადრიდულ გრანდს ჯერ კიდევ გასულ წელს შეუთანხმდა. "რეალი" კილიანის ხელში ჩაგდებაში დარწმუნებულია და მასზე გავლენას არ ახდენს ფრანგულ მედიაში გავრცელებული ცნობები, რომლის მიხედვითაც 23 წლის სუპერვარსკვლავი "პსჟ"-სთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას განიხილავს.