"გარდამტეხი აღმოჩნდა", - კურტუამ დაასახელა მატჩი, რომელმაც მისი მადრიდული კარიერა მთლიანად შეცვალა
ტიბო კურტუამ გაიხსენა მომენტი, რომელიც მისი მადრიდული კარიერისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა.
„ჩელსიდან" „რეალში" გადასვლის შემდეგ, ბელგიელი მეკარე ხშირად შეცდომებს უშვებდა და გულშემატკივართა კრიტიკის საგანიც ხდებოდა. თუმცა, ნელ-ნელა უკეთეს ფორმაში შევიდა და დღეს მადრიდისტების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია გუნდში.
„ვფიქრობ, ჩემი მადრიდული კარიერა გალათასარაისთან გასვლითმა მატჩმა შეცვალა (1-0).
პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი სეივი შევასრულე, შემდეგ ატლეტიკოსთან სუპერთასის ფინალში ორი პენალტი მოვიგერიე და ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა.
გასულ წელს კარგი სეზონი მქონდა, თუმცა ტიტულები ვერ მოვიგეთ და ადვილი დასავიწყებელია, მე როგორ ვთამაშობდი, თუმცა მადრიდისტებს არ დავიწყებიათ.
უნაი სიმონისგან მესიამოვნა ის სიტყვები, როცა მან თქვა, რომ ხალხი არასათანადოდ მაფასებს. ის შესანიშნავი მეკარეა და ბილბაო ფინალში მისი დამსახურებითაც არის." - აღნიშნა ბელგიელმა.