ავტორიზაცია

პსჟ-ზე უკეთესი ხელფასი - კეილორ ნავასი შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გადავიდეს

პსჟ-ზე უკეთესი ხელფასი - კეილორ ნავასი შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გადავიდეს
თარიღი 15 იან 2022, 21:38

„პარი სენ-ჟერმენის“ გოლკიპერი კეილორ ნავასი შესაძლოა კარიერის მიწურულს სათამაშოდ ინგლისის პრემიერ ლიგაში გადავიდეს.

Diario AS-ის ინფორმაციით, კოსტარიკელი გოლკიპერის გადაბირების იდეას „ნიუკასლი“ განიხილავს, რომელიც მზადაა ნავასს იმაზე მაღალი ხელფასი შესთავაზოს, ვიდრე მას „პსჟ-ში“ აქვს.

კეილორი ჯანლუიჯი დონარუმას მოსვლით ბედნიერი არ არის და გუნდის დატოვებას სულაც არ გამორიცხავს, თუმცა პრიორიტეტად სეზონის „პსჟ-ში“ ჩამთავრებას და შემდეგ წასვლას აპირებს. მაგრამ, არ არის გამორიცხული, მისი გეგმები „ნიუკასლის“ სარფიანმა შემოთავაზებამ შეცვალოს.

35 წლის ნავასი „პსჟ-ში“ 2019 წელს მადრიდის „რეალიდან“ 15 მილიონ ევროდ გადავიდა. კარიერაში კოსტარიკელს „ბლანკოსთან“ ერთად 3 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული და კიდევ ერთხელ ფინალში „პსჟ-თან“ ერთადაც გავიდა, თუმცა ფინალში დამარცხდა.