ავტორიზაცია

"მეც მისნაირი ვიყავი", - ჯერარდმა კოუტინიოზე ისაუბრა

"მეც მისნაირი ვიყავი", - ჯერარდმა კოუტინიოზე ისაუბრა
თარიღი 15 იან 2022, 22:16

„ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა, ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოზე ისაუბრა, რომელიც გუნდმა „ბარსელონადან“ იჯარით დაიმატა.

კოუტინიო და ჯერარდი „ლივერპულში“ თანაგუნდელები იყვნენ.

„აშკარაა, რომ როგორც ფეხბურთელების უმეტესობა, ფილიპე უნდა გრძნობდეს, რომ ის უყვართ და აფასებენ. მეც მისნაირი ვიყავი. გინდა, რომ შენი სჯეროდეთ.

ჩემი სამუშაო გავაკეთო ისე, რომ კოუტინიომ თავი კარგად იგრძნოს - ეს დავალება აქვთ სამწვრთნელო შტაბს, ფილიპეს ახალ თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს.

თუ ბედნიერ ფილიპე კოუტინიოს მივიღებთ, რომელიც ფეხბურთისგან სიამოვნებას იღებს, მაშინ მის ნიჭსაც დავინახავთ, ოსტატობა არსად არ მიდის. ყველანი ამის გარშემო უნდა გავაერთიანდეთ, ეს ჩვენი საქმეა.

გაუქრა თუ არა მას ფეხბურთისგან სიამოვნების მიღების შეგრძნება ბოლო წლებში? შესაძლოა. ვფიქრობ, ფილიპე ამას თავადაც დაეთანხმება. ალბათ, სწორედ ამ მიზეზით მოგვეცა მისი დამატების შანსიც.“ - ციტირებს ჯერარდის სიტყვებს The Telegraph.

სეზონის ბოლოს „ასტონ ვილას“ კოუტინიოს გამოსყიდვა 35 მილიონ ევროდ შეეძლება.