ავტორიზაცია

ბაიერნმა ნოიერთან მოლაპარაკებები პრაქტიკულად ბოლომდე მიიყვანა

ბაიერნმა ნოიერთან მოლაპარაკებები პრაქტიკულად ბოლომდე მიიყვანა
თარიღი 15 იან 2022, 22:18

„ბაიერნი“ გუნდის გოლკიპერ მანუელ ნოიერთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა.

Sky Sport Deutschland-ის ინფორმაციით, მხარეებმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უკვე პრაქტიკულად ბოლომდე შეთანხმებას მიაღწიეს.

ნოიერს მოქმედი კონტრაქტი გუნდთან 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი მანუელ ნოიერი „ბაიერნში“ „შალკედან“ 2011 წელს გადავიდა, გერმანიის ნაკრებში მას 2009 წლიდან იძახებენ.

2014 წელს, ნოიერი ბუნდესნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. დღეს, მანუ „ბაიერნის“ და გერმანიის ნაკრების პირველი კაპიტანია.