ავტორიზაცია

გნაბრი: "ბოლო ორი წელია ლევანდოვსკიზე სტაბილური არავინ ყოფილა"

გნაბრი: "ბოლო ორი წელია ლევანდოვსკიზე სტაბილური არავინ ყოფილა"
თარიღი 15 იან 2022, 22:28

„ბაიერნის“ შემტევმა სერჟ გნაბრიმ FIFA THE BEST-ის მოახლოვებულ ცერემონიაზე ისაუბრა,.

„ვფიქრობ, ბოლო ორი წელია ლევანდოვსკი ყველაზე სტაბილური ფეხბურთელია. რაც შემეხება მე - რა თქმა უნდა ის ჩემი თანაგუნდელია და ვისურვებდი, რომ მან მოიგოს. ამიტომ, მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.

მგონია, რომ ის ყველაზე სტაბილური იყო და ის ამ ყველაფერს იმსახურებს. ნოიერსაც ჯილდო უნდა მიეღო, იმიტომ რომ შესანიშნავი მეკარეა. უკვე მრავალი წელია ის ამტკიცებს, რომ საუკეთესო ან ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისი თამაშიც კი ოდესმე მინახავს.

მგონია, რომ ჯილდოებს ის აუცილებლად უნდა იღებდეს.“ - ციტირებს გნაბრის სიტყვებს ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი.

FIFA THE BEST-ის დაჯილდოვება ზეგ, 17 იანვარს გაიმართება.