VIDEO: ფილიპე კოუტინიომ მანჩესტერს გამარჯვება ხელიდან გამოსტაცა - ფრე ვილა პარკზე
პრემიერ ლიგის 22-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ასტონ ვილასთან“ სტუმრად 2-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა.
შეხვედრა „ვილა პარკზე“ გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.
მე-6 და 67-ე წუთებზე ბრუნო ფერნანდეშის დუბლით „იუნაიტედი“ 2:0-ს იგებდა, თუმცა 68-ე წუთზე მოედანზე ფილიპე კოუტინიო გამოჩნდა და „ასტონ ვილას“ საკუთარი ხელით ქულა გადაურჩინა.
ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რომელიც „ვილაში“ იჯარით „ბარსელონადან“ გადავიდა, 77-ე წუთზე რემსის გაატანინა, 82-ზე კი თავადაც გაიტანა და სტივენ ჯერარდის გუნდის ქამბექის მთავარი შემოქმედიც გახდა.
„იუნაიტედმა“ 32 ქულა დააგროვა და 20 მატჩს შემდეგ მე-7 ადგილს იკავებს, „ვილა“ კი 23 ქულით მე-13 პოზიციაზეა.