ავტორიზაცია

VIDEO: მბაპეს მორიგი გოლი და პსჟ-ს მარტივი გამარჯვება საკუთარ კედლებში - უპირატესობა უკვე 11 ქულაა

თარიღი 16 იან 2022, 02:19

ფრანგული ლიგა 1-ს 21-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ შინ „ბრესტი“ დაამარცხა.

შეხვედრა „პარკ დე პრენსზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

„პსჟ-ს“ რიგებში გოლებით თავი კილიან მბაპემ (32’) და ტილო კერერმა (53’) გაიტანეს და „პსჟ-ს“ კომფორტული გამარჯვება გაუნაღდეს.

21 ტურის შემდეგ „პსჟ“ 50 ქულით ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ნიცას“ 11 ქულით უსწრებს, „ბრესტი“ კი 25 ქულით მე-13 ადგილზეა.