ავტორიზაცია

VIDEO: დიბალას და მაკკენის გოლებით იუვენტუსმა შინ უდინეზე მშვიდად დაამარცხა

თარიღი 16 იან 2022, 02:22

სერია ა-ს 22-ე ტურში „იუვენტუსმა“ შინ „უდინეზეს“ დამაჯერებლად მოუგო.

შეხვედრა „ალიანც სტედიუმზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

„იუვეს“ რიგებში გოლებით თავი დიბალამ (19’) და მაკკენიმ (79’) გამოიჩინეს და ტურინელებს მშვიდი გამარჯვება გაუნაღდეს.

22 ტურის შემდეგ „იუვე“ 41 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, „უდინეზე“ კი 20 ქულით მე-14 პოზიციაზეა.