ავტორიზაცია

სევილიური დერბი პირველი ტაიმის მიწურულს შეწყდა, რადგან ერთ-ერთ ფეხბურთელს ტრიბუნიდან ჯოხი ესროლეს

სევილიური დერბი პირველი ტაიმის მიწურულს შეწყდა, რადგან ერთ-ერთ ფეხბურთელს ტრიბუნიდან ჯოხი ესროლეს
თარიღი 16 იან 2022, 02:36

„ბეტისი“ – „სევილიას“ კოპა დელ რეის 1/8-ფინალური შეხვედრა პირველი ტაიმის მიწურულს შეწყდა.

საქმე ისაა, რომ სტუმართა გუნდის ფეხბურთელს, ჟოან ჟორდანს, მასპინძელთა ტრიბუნის სექტორიდან თავში გარკვეული ნივთი მოხვდა.

როგორც Marca იტყობინება, ეს ჯოხი იყო. ამის გამო, მოედანზე კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა და მსაჯმა თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

მატჩი სტადიონ „ბენიტო ვილიამარინზე“ მიმდინარეობდა. 35-ე წუთზე ალეხანდრო გომესმა ანგარიში ოლივერ ტორესის პასით გახსნა, ოთხ წუთში კი ნაბილ ფეკირმა ანგარიში გაათანაბრა.

მსაჯები ფეხბურთელის დაზიანებას ამ მომენტისთვის აფასებენ და შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული მატჩის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფო, თუ როგორ შეიძლება დაისაჯოს „ბეტისი“.