ავტორიზაცია

"ბაიერნს ნავთობის ჭაბურღილი არ აქვს", - ნაგელსმანი ზამთრის ტრანსფერების შესახებ

"ბაიერნს ნავთობის ჭაბურღილი არ აქვს", - ნაგელსმანი ზამთრის ტრანსფერების შესახებ
თარიღი 16 იან 2022, 10:58

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა იმის შესახებ ისაუბრა, იყიდის თუ არა მიუნხენური კლუბი იანვარში ახალ ფეხბურთელებს.

"ტრანსფერებზე ყოველთვის ვფიქრობ, ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია. ყოველთვის ზამთრის ტრანსფერების დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი, რადგან გუნდისთვის სუფთა ჰაერია".

"მაგრამ იანვარში ყველაფერი რთული და ძვირია. ვალდებულები არ ვართ, რომ ვინმე ვიყიდოთ".

"ყველაფერს განვიხილავთ. მაგრამ შესაძკი გადაწყვეტილებები ეკონომიკურად გამართულებული უნდა იყოს. ყოველივე ამის შემდეგ, ზებენერშტრასეზე (მიუნხენური გრანდის ბაზა) ნავთობის ჭაბურღილი არ გვაქვს", - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Bayern & Germany.

შეგახსენებთ, "რეკორდმაისტერი" ყატარისგან წლიურად დაახლოებით 20 მილიონ ევროს იღებს, "ბაიერნი" 2018 წლიდან Qatar Airways-თან თანამშრომლობს - კონტრაქტი 2022/23 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი.