ავტორიზაცია

პრემიერ ლიგაში დაბრუნება, თანაც ლონდონში? — დიეგო კოშტას სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

პრემიერ ლიგაში დაბრუნება, თანაც ლონდონში? — დიეგო კოშტას სერიოზული მსურველი გამოუჩნდა
თარიღი 16 იან 2022, 11:44

"ატლეტიკო მინეიროს" თავდამსხმელი, დიეგო კოშტა შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში დაბრუნდეს, იტყობინება Goal.com-ი.

გავლენიანი გამოცემის თანახმად, 33 წლის ფეხბურთელით "არსენალი" ინტერესდება. "მეთოფეებმა" არაფორმალურად იკითხეს ესპანელის გეგმების შესახებ.

გარდა ამისა, როგორც აღინიშნება, გამოცდილი თავდამსხმელისადმი ყურადღებას "კორინთიანსიც" იჩენს.

ამჟამად კოშტა "ატლეტიკო მინეიროსთან" კონტრაქტის გაწყვეტასთან არის ახლოს, სადაც გასული წლის აგვისტოდან ასპარეზობს.

დიეგომ, რომელსაც პრემიერ ლიგაში თავის დროზე "ჩელსის" ღირსება დაუცვია, ბრაზილიის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ 15 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.