ავტორიზაცია

ატლეტიკოში ჟოაო ფელიქსის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია — Marca

ატლეტიკოში ჟოაო ფელიქსის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია — Marca
თარიღი 16 იან 2022, 12:54

"ატლეტიკო" გარემარბ ჟოაო ფელიქსის გაყიდვას არ აპირებს, მიუხედავად ფეხბურთელის მიმართ "მანჩესტერ სიტის" ინტერესზე გავრცელებული ცნობებისა.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, მადრიდულ გრანდს 22 წლის შემტევის სჯერა. "როხიბლანკოსთვის" იგი ხელშეუხებელია.

ასე და ამგვარად, "ატლეტიკო" ფელიქსს არც ზამთარში გაუშვებს და არც ზაფხულში.

შეგახსენებთ, მადრიდელებმა ახალგაზრდა პორტუგალიელი 2019 წლის ზაფხულში "ბენფიკადან" 127 მილიონ ევროდ იყიდეს, ეს ტრანსფერი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია.

მიმდინარე სეზონში ფელიქსმა ყველა ტურნირზე ერთად 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.