ავტორიზაცია

კლოპი კარიუსზე: "ლივერპულს მე-5 მეკარე არასოდეს დასჭირვებია, ასეთ სიტუაციაში არ ჩავარდნილა"

კლოპი კარიუსზე: "ლივერპულს მე-5 მეკარე არასოდეს დასჭირვებია, ასეთ სიტუაციაში არ ჩავარდნილა"
თარიღი 16 იან 2022, 13:10

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გოლკიპერ ლორის კარიუსის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

"კარიუსი ცუდს არაფერს აკეთებს, კარგ ფორმაშია. ძალიან ბევრს ვარჯიშობს და ბოლომდე საქმეშია ჩართული. სეზონის დასაწყისში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლორისი ახალ კლუბს მოძებნიდა, მაგრამ ასე არ მოხდა".

"ჩვენი პირველი ნომერი ალისონია, მეორე კელეჰერი, მესამე ადრიანი, მეოთხე კი - პიტალუგა. მეხუთე მეკარე არ დაგვჭირვებია, ასეთ სიტუაციაში არასოდეს აღმოვჩენილვართ".

"ლორისს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, იპოვის კლუბს, ახლა ან ზაფხულში, ამის შემდეგ კი წინ წავა, დარწმუნებული ვარ", - ციტირებს კლოპის სიტყვებს The Guardian-ი.

კარიუსს "ლივერპულის" მაისურით 2018 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალთან" განცდილი მარცხის შემდეგ არ უთამაშია.