ავტორიზაცია

კოუტინიო მანჩესტერის კარში გატანილ გოლზე: "კარგი დასაწყისია, პრემიერ ლიგა მენატრებოდა"

კოუტინიო მანჩესტერის კარში გატანილ გოლზე: "კარგი დასაწყისია, პრემიერ ლიგა მენატრებოდა"
თარიღი 16 იან 2022, 14:34

"ასტონ ვილას" შემტევმა ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ პრემიერ ლიგის 22-ე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედთან" (2:2) გამართული მატჩის შესახებ ისაუბრა.

"ასეთი მატჩები მაკლდა, პრემიერ ლიგა მენატრებოდა. ახალი თანაგუნდელების გვერდით ყოფნით გახარებული ვარ. კარგი დასაწყისია. ბოლომდე გვჯეროდა საკუთარი თავის და შეხვედრის გადარჩენა შევძელით".

"ცოტა ნვერვიულობდი. ინგლისურს არც ისე კარგად ვფლობ, მირჩევნია ჩემზე ჩემი თამაში საუბრობდეს. ბედნიერი ვარ, პირველი მატჩი იყო, ახლა კი მინდა თავდაუზოგავად ვიმუშაო და უკეთეს ფორმაში ჩავდგე".

"პრემიერ ლიგიდან წასვლის შემდეგ აღმასვლებიც მქონდა და ჩავარდნებიც. აქ ვარ, კლუბისა და მწვრთნელის მიერ დასახულ მიზნებზე ვარ კონცენტრირებული. თანაგუნდელებისა და კლუბის დახმარება მინდა", - ციტირებს კოუტინიოს სიტყვებს BBC-ი.