ავტორიზაცია

ჯენოადან გუშინ გათავისუფლებული შევჩენკო უკვე სხვა გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

ჯენოადან გუშინ გათავისუფლებული შევჩენკო უკვე სხვა გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს
თარიღი 16 იან 2022, 16:41

პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ ანდრეი შევჩენკოს მიმართ ინტერესი განაახლა, რომელიც ცოტა ხნის წინ "ჯენოას" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.

პოლონელებმა 45 წლის უკრაინელ სპეციალისტთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

მოგეხსენებათ, პოლონეთის ნაკრები დეკემბრის თვის ბოლოდან უმწვრთნელოდაა, მას შემდეგ, რაც პაულუ სოუზამ "ფლამენგოში" წასვლა გადაწყვიტა.

ცნობისთვის, შევჩენკომ "ჯენოა" 2021 წლის 7 ნოემბერს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობის ქვეშ გენუელებმა სერია ა-ში 9 მატჩი ჩატარება მოასწრეს - გუნდმა მხოლოდ 3 ქულის მოპოვება მოახერხა (3 ფრე, 6 მარცხი).

ლეგენდარული უკრაინელის მეთაურობით იტალიურმა გუნდმა ერთადერთი მატჩი მოიგო, ისიც ქვეყნის თასის ეგიდით, "სალერნიტანას" (1:0) წინააღმდეგ.