ავტორიზაცია

ოფიციალურად: ევერტონმა რაფაელ ბენიტესი გაათავისუფლა

ოფიციალურად: ევერტონმა რაფაელ ბენიტესი გაათავისუფლა
თარიღი 16 იან 2022, 19:22

„ევერტონმა“ ესპანელი სპეციალისტის რაფაელ ბენიტესის გაშვების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

ამის შესახებ მერსისაიდული გუნდის ვებ-გვერდი იტყობინება.

უახლოეს პერიოდში, „ევერტონი“ ბენიტესის შემცვლელის ვინაობასაც დაასახელებს. 61 წლის სპეციალისტი კლუბს 2021 წლის ივლისიდან ედგა სათავეში და კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებდა.

როგორც ცნობილია, „ევერტონის“ ხელმძღვანელობამ ბენიტესს სიტუაციის გამოსასწორებლად დრო მისცა, თუმცა მან პრემიერ ლიგის 22-ე ტურში „ნორვიჩთან“ წააგო და პრემიერ ლიგის ბოლო 13 მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდა.

19 ჩატარებული მატჩის შემდეგ „ევერტონის“ ანგარიშზე მხოლოდ 19 ქულაა და გუნდი მე-15 ადგილზე იმყოფება.