ავტორიზაცია

VIDEO: ლივერპულმა შინ ბრენტფორდი გაანადგურა და ცხრილში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა

თარიღი 16 იან 2022, 20:01

პრემიერ ლიგის 22-ე ტურში „ლივერპულმა“ საკუთარ კედლებში „ბრენტფორდი“ გაანადგურა.

მატჩი „ენფილდზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

44-ე წუთზე ანგარიში ფაბინიომ ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის პასით გახსნა, 69-ზე მეორე გოლი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ენდრიუ რობერტსონის საგოლე გადაცემით გაიტანა.

77-ზე კი საბოლოო ანგარიში ტაკუმი მინამინომ რობერტო ფირმინოს პასით დააფიქსირა.

„ლივერპულმა“ 21 მატჩში 45 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს, ლიდერი „სიტია“, რომელსაც 22 მატჩში 56 ქულა აქვს.