ბარსელონას ახალგაზრდა ნახევარმცველმა 8 ევროპული კლუბის ყურადღება მიიპყრო
„ბარსელონას“ ნახევარმცველმა რიკი პუჩმა შესაძლოა გუნდი უახლოეს პერიოდში დატოვოს.
Sport-ის ინფორმაციით, 22 წლის ესპანელი ფეხბურთელით ერთბაშად რამდენიმე ევროპული გუნდი ინტერესდება.
როგორც ირკვევა, პუჩის სიტუაციას „მილანი“, „იუვენტუსი“, „ნაპოლი“, „ინტერი“, „ბეტისი“, „გრანადა“, „ხეტაფე“ და ლონდონის „არსენალი“ აკვირდებიან.
კლუბი არ არის წინააღმდეგი პუჩი გაასხვისოს, თუმცა თავად რიკის ამ დრომდე გუნდის დატოვების სურვილი არასდროს გამოუთქვამს.
პუჩი „ბარსელონას“ აღზრდილია, ამ სეზონში მან პირველი გუნდის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.