ავტორიზაცია

დორტმუნდის დირექტორი: "ჰოლანდის სიტყვებმა გაგვაკვირვა"

დორტმუნდის დირექტორი: "ჰოლანდის სიტყვებმა გაგვაკვირვა"
თარიღი 16 იან 2022, 20:17

„დორტმუნდის“ სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ ცორკმა, გუნდის ლიდერის, ერლინგ ჰოლანდის მიერ ნათქვამი სიტყვებით გაკვირვება გამოთქვა.

ბუნდესლიგის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ, ნორვეგიელმა ფორვარდმა ღიად შემდეგი რამ თქვა: „სეზონის ბოლომდე მე მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრი და თამაშისგან სიამოვნების მიღება მინდოდა. კლუბმა კი ჩემზე ზეწოლა გააძლიერა და სურს, რომ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება ახლავე მივიღო. შესაბამისად, მინდა ეს თუ არა, მოძრაობა ახლა დაიწყება.“ 

„ჰოლანდის სიტყვებმა ცოტა გაგვაკვირვა. არანაირი დედლაინი არ დაგვიწესებია, მოლაპარაკებებიც კი არ დაგვიწყია. თუმცა, მომავალში ეს აუცილებლად მოხდება.“ - ციტირებს ცორკის სიტყვებს Kicker.

როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, „ფუტკრებს“ ჰოლანდის კიდევ მინიმუმ ერთი სეზონით შენარჩუნება სურთ, თუმცა თუ თავად ფორვარდს სხვა გეგმები აქვს, მან გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდშივე უნდა მიიღოს - ასეთია კლუბის პოზიცია.

ჰოლანდის მიმართ ინტერესს თითქმის ყველა ევროპული გრანდი აცხადებს, თუმცა ფავორიტებად ამჟამად „რეალი“, „ბარსელონა“ და „მან სიტი“ მოიაზრებიან.