ავტორიზაცია

"დასამტკიცებელი არავისთვის არაფერი მაქვს", - დიბალას პასუხი იუვენტუსს

"დასამტკიცებელი არავისთვის არაფერი მაქვს", - დიბალას პასუხი იუვენტუსს
თარიღი 16 იან 2022, 20:26

„იუვენტუსის“ არგენტინელმა შემტევმა, პაულო დიბალამ, გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმების საკითხზე ისაუბრა.

მხარეებმა გარკვეული დროის წინ შეთანხმებას მიაღწიეს და თითქოს, მხოლოდ ხელმოწერა იყო დარჩენილი. თუმცა, მოგვიანებით კლუბმა მოლაპარაკებები შეაჩერა და პირობების გადასახედად დრო აიღო.

როგორც პრესაში ამბობენ, „იუვენტუსს“ ახალი შეთავაზების გაკეთება სურს, შედარებით დაბალი ხელფასით.

„მე არავისთვის არაფერი არ მაქვს დასამტკიცებელი. კლუბის და მწვრთნელის განკარგულებაში ვარ. ჩემი კონტრაქტი? კლუბმა თქვა, რომ ამაზე თებერვალში დავილაპარაკებთ.“ - ციტირებს დიბალას სიტყვებს Football Italia.

28 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის 20 მატჩში 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, მას კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.