ავტორიზაცია

ევერტონმა მთავარი მწვრთნელობა ჟოზე მოურინიოს შესთავაზა, პორტუგალიელის პასუხი ცნობილია

ევერტონმა მთავარი მწვრთნელობა ჟოზე მოურინიოს შესთავაზა, პორტუგალიელის პასუხი ცნობილია
თარიღი 16 იან 2022, 21:49

„ევერტონის“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დაკავება ჟოზე მოურინიოს შესთავაზა.

The Telegraph-ის ინფორმაციით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამ შემოთავაზებაზე დაუყონებლივ უარი განაცხადა.

როგორც ჩანს, პორტუგალიელი რომში მუშაობით კმაყოფილია და „ნისლიან ალბიონზე“ დაბრუნებას, სადაც თავის დროზე „ჩელსის“, „მან იუნაიტედს“ და „ტოტენჰემს“ წვრთნიდა, დაბრუნებას ჯერ არ აპირებს.

თავის მხრივ „ევერტონი“ მწვრთნელის აქტიურ ძიებაში იმყოფება მას შემდეგ, რაც დღეს რაფაელ ბენიტესის გაშვება ოფიციალურად დაადასტურა.

მერსისაიდული გუნდი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე უეინ რუნის, ფრენკ ლამპარდის, გრემ პოტერის, რობერტო მარტინესის და რუდი გარსიას ვარიანტებს განიხილავს.