ავტორიზაცია

"მაკედონიასთან რომ მეთამაშა, საქართველო ფინალს არ წააგებდა" - ხვიჩა კვარაცხელია

"მაკედონიასთან რომ მეთამაშა, საქართველო ფინალს არ წააგებდა" - ხვიჩა კვარაცხელია
თარიღი 16 Jan 2022, 23:49

ყაზანის რუბინის ქართველი ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას აზრით, საქართველოს ნაკრები 2020 წლის ნოემბერში ერთა ლიგის ფინალს არ წააგებდა, მას რომ ჩრდ.მაკედონიის წინააღმდეგ მონაწილეობა მიეღო.

ამის შესახებ 20 წლის ნახევარმცველმა იმედის გადაცემაში "ნოესთან" ისაუბრა.

"ცხოვრებაში ყველაზე მეტად გაღიზიანებული მაკედონიასთან წაგებული ფინალის შემდეგ ვიყავი და მანამდე, როცა ფინალის წინ გავიგე, რომ კორონავირუსი დამიდასტურდა და ვერ ვითამაშებდი.

მიფიქრია, რომ მეთამაშა ამ თამაშს არ წავაგებდით, რადგან იმ პერიოდში ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი და ბევრის გაკეთება შემეძლო ჩემი გუნდისთვის. თან, ასეთ შეხვედრაში ჩემი სხეულიდან ამოვძვრებოდი," - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ჩრდ.მაკედონიასთან ფინალური მატჩი ხვიჩა კვარაცხელიამ და ლევან შენგელიამ კორონავირუსის გამო გამოტოვეს. საქართველი გამამწყვეტ შეხვედრაში 0-1 დამარცხდა.