ავტორიზაცია

VIDEO: ანჩელოტის პირველი ტიტული დაბრუნების შემდეგ - რეალი ესპანეთის სუპერთასის მფლობელია

თარიღი 17 იან 2022, 00:31

ესპანეთის სუპერასის ფინალში მადრიდის „რეალმა“ ბილბაოს „ატლეტიკს“ მოუგო.

შეხვედრა საუდის არაბეში მეფე აბდულას სახელობის სტადიონზე გაიმართა და მადრიდელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

38-ე წუთზე ანგარიში ლუკა მოდრიჩმა როდრიგოს პასით გახსნა, 52-ზე კი კარიმ ბენზემამ პენალტი ზუსტად შეასრულა და მატჩში წერტილი დასვა.

87-ე წუთზე ედერ მილიტაომ უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო, „ბილბაომ“ კი პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა, თუმცა 11-მეტრიანიდან რაულ გარსიამ ტიბო კურტუას ვერ აჯობა.

ამრიგად, „რეალმა“ ისტორიაში მეთორმეტედ მოახერხა ესპანეთის სუპერთასის მოგება, „ატლეტიკმა“ კი შარშანდელი წარმატება ვეღარ გაიმეორა და წელს მეორე ადგილს დასჯერდა.