ავტორიზაცია

მაროტა დიბალას ინტერში შესაძლო ტრანსფერზე: "რამდენიმე ვარიანტზე ვმუშაობთ"

მაროტა დიბალას ინტერში შესაძლო ტრანსფერზე: "რამდენიმე ვარიანტზე ვმუშაობთ"
თარიღი 17 იან 2022, 12:22

მილანის "ინტერის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა კლუბის ინტერესზე "იუვენტუსის" თავდამსხმელის, პაულო დიბალას მიმართ.

არგენტინელი ტურინელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდება. მან "უდინეზესთან" გოლი არ იზეიმა და სანაცვლოდ უკმაყოფილო მზერა "ბიანკონერის" უფროსების ლოჟისკენ გადაიტანა.

"მეგობარს, რომელსაც დიბალა გუშინ ტრიბუნებზე ეძებდა, ნამდვილად მე არ ვყოფილვარ, რადგან სახლში ვიმყოფებოდი. როდესაც დიბალას მსგავს ფეხბურთელს კონტრაქტი ეწურება, აშკარაა, რომ მისით უძლიერესი კლუბები დაინტერესდებიან.

შეტევაში სრულყოფილები ვართ, ოთხი შესანიშნავი მოთამაშე გვყავს. ჩვენ ყურადღებით ვსწავლობთ ბაზარზე არსებულ ვარიანტებს და უნდა ვიცოდეთ ყველაზე ძლიერი კანდიდატების შესახებ.

ამავდროულად, ჩვენ უნდა მოვექცეთ ჩვენს ფეხბურთელებს უდიდესი პატივისცემით", - თქვა მაროტამ არგენტინელი თავდამსხმელის "ინტერში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ.