ავტორიზაცია

გოსენსი ძალიან ახლოს არის პრემიერ ლიგაში გადასვლასთან

გოსენსი ძალიან ახლოს არის პრემიერ ლიგაში გადასვლასთან
თარიღი 17 იან 2022, 13:23

"ნიუკასლი" "ატალანტას" მარცხენა მცველის, რობინ გოსენსის შეძენით არის დაინტერესებული. Sky Sport Italia-ს ცნობით, ინგლისურმა კლუბმა ფეხბურთელთან 3,5 წლიანი წინასწარი კონტრაქტი უკვე გააფორმა, წელიწადში 3,5 მილიონი ევროს ანაზღაურებით.

ეს თითქმის იმაზე სამჯერ მეტია, რასაც ის იღებს "ატალანტაში". "ნიუკასლი" სერიოზულად მიზნად ისახავს 27 წლის გერმანელის ტრანსფერს, რომელსაც ტრავმის გამო 29 სექტემბრის შემდეგ "ატალანტაში" არ უთამაშია.

გოსენსს გამოკვლევა უახლოეს მომავალში ჩაუტარდება. თუ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა, მაშინ "ნიუკასლი" "ატალანტას" სატრანსფერო შეთავაზებას გაუგზავნის.

"ნიუკასლმა" ფინანსური გაძლიერების შემდეგ, ორი მნიშვნელოვანი ტრანსფერი გააკეთა, იყიდა მარჯვენა მცველი, კირან ტრიპიერი მადრიდის "ატლეტიკოდან" 12 მილიონ ფუნტად, ხოლო "ბარნლის" თავდამსხმელი, კრის ვუდი 25 მილიონ ფუნტად.

ატალანტა სასუოლოს ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობს