ავტორიზაცია

ტუხელი პირადად არის დაინტერესებული - ჩელსი ინტერის შემტევის შეძენას შეეცდება

ტუხელი პირადად არის დაინტერესებული - ჩელსი ინტერის შემტევის შეძენას შეეცდება
თარიღი 17 იან 2022, 15:53

ლონდონის „ჩელსი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე „ინტერის“ შემტევის შეძენას შეეცდება.

The Mirror-ის ინფორმაციით, თომას ტუხელი პირადად არის დაინტერესებული 32 წლის ხორვატი შემტევის, ივან პერიშიჩის ტრანსფერით, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში ორივე ფლანგზე შეუძლია ერთნაირი წარმატებით თამაში.

პერიშიჩის კონტრაქტი „ინტერთან“ ამ წლის ზაფხულში იწურება და მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, „ნერაძური“ შემოთავაზებებისთვის გახსნილია. ხორვატით პრემიერ ლიგის სხვა გუნდებიც ინტერესდებიან, მაგრამ თავად პერიშიჩისთვის „ჩელსი“ პრიორიტეტულია.

ამ სეზონში ივანმა „ინტერის“ მაისურით 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.