ავტორიზაცია

პავარი: "ჩემთვის არსებობს ორი ფორვარდი, რომელიც არასოდეს შეწყვეტს გოლების გატანას"

პავარი: "ჩემთვის არსებობს ორი ფორვარდი, რომელიც არასოდეს შეწყვეტს გოლების გატანას"
თარიღი 17 იან 2022, 17:39

"ბაიერნის" მცველი, ბენჟამენ პავარი მიიჩნევს, რომ 2021 წლის "ოქროს ბურთი" მიუნხენელთა ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის უნდა მიეღო და არა "პსჟ"-ს თავდამსხმელ ლიონელ მესის.

"ის იმსახურებდა ამ "ოქროს ბურთს", - ციტირებს "რეკორდმაისტერის" უკანახაზელის სიტყვებს Telefoot-ი.

"ჩემთვის არსებობს ორი ფორვარდი, რომელიც არასოდეს შეწყვეტს გოლების გატანას: რობერტ ლევანდოვსკი და კარიმ ბენზემა. ლეგენდები არიან", - დასძინა პავარმა.

მიმდინარე სეზონში 33 წლის პოლონელმა ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩი ჩაატარა, 34 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.

რაც შეეხება ბენზემას, 34 წლის ფრანგმა 2021/22 წლების სეზონში საერთო ჯამში 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მეტოქეთა კარი 24-ჯერ აიღო და 9 ასისტიც მიითვალა.