ავტორიზაცია

"ეს გუნდი უბრალოდ დაფრინავს", - იან რაითმა პრემიერ ლიგის მოგების ფავორიტი დაასახელა

"ეს გუნდი უბრალოდ დაფრინავს", - იან რაითმა პრემიერ ლიგის მოგების ფავორიტი დაასახელა
თარიღი 17 იან 2022, 21:14

"არსენალის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, იან რაითმა ინგლისის პრემიერ ლიგაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, სატურნირო ცხრილს "მანჩესტერ სიტი" ლიდერობს, რომელიც უახლოეს მდევარ "ლივერპულს" 11 ქულით უსწრებს, თუმცა მერსისაიდელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

"მანჩესტერ სიტი" დაფრინავს, ამიტომაც მისთვის ქულების წართმევას დიდი ძალისხმევა დასჭირდება. "ლივერპული" ისეთ მდგომარეობაშია, რომ ყველა მატჩი უნდა მოიგოს".

"მერსისაიდელთა მიზანი ბრძოლაში დარჩენაა, სანამ მათი ორი მთავარი ფეხბურთელი (მო სალაჰი და სადიო მანე) დაბრუნდება".

"მანჩესტერ სიტისგან" ქულების დაკარგვა ვერ წარმომიდგენია, "ლივერპულს" კი ამის უფლება უბრალოდ არ აქვს", - ციტირებს რაითის სიტყვებს Daily Mail-ი.