ავტორიზაცია

ერიქსენის დამატება პრემიერ ლიგის კლუბს სურს და უკვე კონტრაქტიც შესთავაზა

ერიქსენის დამატება პრემიერ ლიგის კლუბს სურს და უკვე კონტრაქტიც შესთავაზა
თარიღი 17 იან 2022, 22:09

მილანის "ინტერის" ყოფილი ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში დაბრუნდეს.

როგორც ბრიტანულ მედიაში იწერება, "ბრენტფორდმა" დანიელს 6-თვიანი კონტრაქტი შესთავაზა, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით,

მოგეხსენებათ, 29 წლის ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში უკვე უთამაშია, სადაც 2013 წლიდან 2020 წლამდე "ტოტენჰემის" ღირსებას იცავდა.

ერიქსენს გასულ ზაფხულს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ფინეთთან (0:1) მატჩის დროს გული გაუჩერდა. ამ ინციდენტის შემდეგ, მას კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი ჩაუდგეს, რითაც იტალიაში თამაში აკრძალულია.

გასული წლის დეკემბერში "ინტერმა" კრისტიანს კონტრაქტი გაუწყვიტა და ამჟამად იგი თავისუფალი აგენტია.