VIDEO: სკუდეტოსთვის ბრძოლა გრძელდება — ნაპოლიმ სტუმრად ბოლონიას ლოსანოს დუბლით მოუგო
იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის ეგიდით, ლუჩანო სპალეტის "ნაპოლი" გასვლით შეხვედრაში "ბოლონიას" დაუპირისპირდა.
აღნიშნული მატჩი ნეაპოლელთა გამარჯვებით დასრულდა - 0:2.
ანგარიში მე-20 წუთზე ირვინგ ლოსანომ გახსნა და სტუმრები დააწინაურა, პირველ ნახევარში აღარაფერი შეცვლილა.
მეორე ტაიმის სტარტზევე, 47-ე წუთზე, მექსიკელმა შემტევმა მეორე გოლიც გაიტანა, დუბლი გაიფორმა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ, "ნაპოლი" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 46 ქულით მე-3 ადგილს იკავებს და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს, ხოლო "ბოლონია" 27 ქულით მე-13 პოზიციაზეა.
VIDEO: სენსაციური მარცხი — მილანმა სან სიროზე სპეციასთან 95-ე წუთზე წააგო!