ავტორიზაცია

ვინ დაასახელეს მესიმ და რონალდუმ წლის საუკეთესო ფეხბურთელად FIFA The Best-ის გამოკითხვაში?

ვინ დაასახელეს მესიმ და რონალდუმ წლის საუკეთესო ფეხბურთელად FIFA The Best-ის გამოკითხვაში?
თარიღი 18 იან 2022, 11:09

ცნობილი გახდა, თუ ვის მისცა ხმა "მანჩესტერ იუნაიტედის" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ FIFA-ს წლის საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაში.

პორტუგალიელმა თავდამსხმელმა პირველი ადგილი და ხუთი ქულა მიუნხენის "ბაიერნისა" და პოლონეთის ნაკრების ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის დაუთმო.

მეორე ხაზში "ჩელსისა" და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი, ნ'გოლო კანტე (3 ქულა) გავიდა, ლონდონელების კიდევ ერთი ნახევარმცველი - იტალიის ნაკრების წარმომადგენელი, ჟორჟინიო (1 ქულა) მესამეზე.

რაც შეეხება "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, ლიონელ მესის არჩევანს, არგენტინელმა პირველ და მეორე ადგილებზე თავისი პარტნიორები ამჟამინდელ კლუბში დააყენა.

ნეიმარმა, რომელთანაც ლეო მანამდე "ბარსელონაში" თამაშობდა 5 ქულა აიღო, ხოლო კილიან მბაპემ - 3 ქულა. მესამე ადგილზე მესიმ მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა გაიყვანა, რომელმაც 1 ქულა მიიღო.