ავტორიზაცია

კურზავასთვის 3 ტოპ-კლუბი იბრძოლებს

კურზავასთვის 3 ტოპ-კლუბი იბრძოლებს
თარიღი 18 იან 2022, 15:54

ფრანგული "პსჟ"-ს ლატერალს, ლევენ კურზავას შეუძლია ლიგა 1 ესპანურ ლა ლიგაზე გაცვალოს. El Nacional-ის ცნობით, კატალონიური "ბარსელონა" 29 წლის ფეხბურთელის კანდიდატურას განიხილავს.

"ლურჯ-ბროწეულისფრები" ლევენს ხორდი ალბას კონკურენტად განიხილავენ. კურზავას დავაში "ბარსას" მოუწევს გაუძლოს ლონდონის "ჩელსისა" და მილანის "ინტერის" კონკურენციას.

Transfermarkt-ის ინფორმაციით, ფრანგი 9 მილიონი ევრო ღირს. მცველი პარიზულ გუნდში 2015 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ლევენს საფრანგეთის ჩემპიონატში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია.

კურზავას სახელს თავდაპირველად უკავშირებდნენ რომის "ლაციოს" და სერია ა-ში გადასვლის წინააღმდეგი თითქოს არც ფრანგი მარცხენა მცველი იყო, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.