ავტორიზაცია

ბარსელონა ამჯერად ელჩეს თავდამსხმელით დაინტერესდა

ბარსელონა ამჯერად ელჩეს თავდამსხმელით დაინტერესდა
თარიღი 18 იან 2022, 16:07

კუმანის მიერ მოწვეული ლუკ დე იონგის მომავალი, რომელიც "სევილიას" ეკუთვნის, გაურკვეველი რჩება. თავიდან ხავის კატეგორიულად სურდა მისი მოშორება, მაგრამ დე იონგი 2022 წლის პირველ მატჩებში მოულოდნელად კარგად ათამაშდა.

ახლა ხავი მას სხვანაირად უყურებს. არის ალბათობა, რომ დე იონგი საბოლოოდ მაინც არ დარჩება "ბარსელონაში", ამ შემთხვევაში "ბარსელონას" მისი შემცვლელი დასჭირდება.

ეს შეიძლება იყოს "ელჩეს" არგენტინელი თავდამსხმელი, ლუკას ბოიე, რომელმაც ამ სეზონში უკვე ექვსი გოლი გაიტანა. Diario AS-ის ცნობით, "ბარსას" შეუძლია მისი იჯარით აყვანა ან 25 მილიონ ევროდ ყიდვა.

"ელჩეში" გადასვლამდე, ბოიეს უთამაშია "რივერ პლეიტში", ვიგოს "სელტაში", "ტორინოში", "რედინგში" და კიდევ რამდენიმე კლუბში. ადგილის დამკვიდრება არგენტინელმა მხოლოდ "ელჩეში" შეძლო.

ბარსელონას ულტიმატუმი და მუქარა — დემბელე მუნდიალის წინ სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩება?