ავტორიზაცია

მენდიმ და დონარუმამ ხმების ერთნაირი რაოდენობა მოაგროვეს - რატომ გახდა წლის მეკარე სენეგალელი და არა ჯიჯი?

მენდიმ და დონარუმამ ხმების ერთნაირი რაოდენობა მოაგროვეს - რატომ გახდა წლის მეკარე სენეგალელი და არა ჯიჯი?
თარიღი 18 იან 2022, 16:16

"ჩელსის" მეკარემ, ედუარდ მენდიმ მოიგო FIFA The Best-ის ჯილდო, როგორც 2021 წლის საუკეთესო მეკარემ. სოციალურ ქსელებში შენიშნეს, რომ მენდიმ და ჯანლუიჯი დონარუმამ ერთნაირი ქულები მიიღეს.

ისმის კითხვა - მაშინ რატომ გახდა გამარჯვებული სენეგალელი და არა იტალიელი? საქმე ისაა, რომ დაჯილდოების წესით, თუ ქულები თანაბარია, უპირატესობა ენიჭება მოთამაშეს, რომელსაც მეტი ხმა ეროვნული ნაკრების კაპიტნებისგან ერგო.

სწორედ ამიტომ გამოცხადდა მენდი გამარჯვებულად. მართალია, ის არ მოხვდა ფიფას წლის გუნდში, სადაც კარში ადგილი სწორედ "პარი სენ-ჟერმენის" კიპერმა დაიკავა.

აქვე დავამატებთ, რომ მენდისა და დონარუმას გარდა, აღნიშნული პირადი ჯილდოსთვის კიდევ იბრძოდნენ მანუელ ნოიერი, ალისონ ბეკერი და კასპერ შმეიხელი.

რეალმა და ჩელსიმ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ, აზარი საქმეშია