ავტორიზაცია

ვერნერი: "ზოგჯერ ვერ ვხვდები, რატომ მიჭერენ ასე ძალიან მხარს ჩელსის გულშემატკივრები"

ვერნერი: "ზოგჯერ ვერ ვხვდები, რატომ მიჭერენ ასე ძალიან მხარს ჩელსის გულშემატკივრები"
თარიღი 18 იან 2022, 18:44

„ჩელსის“ თავდამსხმელმა ტიმო ვერნერმა ლონდონური გუნდის გულშემატკივრებზე ისაუბრა.

„ზოგჯერ მეც ვერ ვხვდები, რატომ მიჭერენ ასე ძალიან მხარს გულშემატკივრები, მე ხომ თავდამსხმელი ვარ და გოლების გატანა მინდა, მაგრამ ბევრ მომენტს ვაცუდებ.

ძალიან კარგია „ჩელსის“ გულშემატკივრების წინაშე თამაში. ზოგჯერ მომენტეს ვაცუდებ ან რთული პერიოდი მიდგას, მაგრამ ისინი გვერდში მიდგანან და ეს მაძლიერებს.

ვცდილობ ყველა მატჩში 100%-ით დავიხარჯო, რომ გუნდი ბედნიერი იყოს.“ - აღნიშნა ვერნერმა. 

ამ სეზონში გერმანელმა ფორვარდმა პრემიერ ლიგის 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.