მბაპეს ოჯახს სურს, რომ კილიანი პარი სენ-ჟერმენში დარჩეს
„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა კილიან მბაპესთან მოკლევადიანი კონტრაქტის გაფორმებას ყველანაირი გზით ცდილობს.
ESPN-ს ინფორმაციით, პარიზელთა რიგებში უფრო და უფრო იზრდება რწმენა იმისა, რომ ფრანგი ფორვარდი გუნდში დარჩება.
მბაპეს ოჯახის წევრები „პსჟ-ს“ ხელმძღვანელობასთან მოკლევადიან კონტრაქტს განიხილავენ და მხარეებს შორის ბოლო მოლაპარაკებებმა პოზიტიურ ნოტაზე ჩაიარა.
როგორც ცნობილია, „პსჟ“ მბაპეს შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს და მზადაა ფეხბურთელს გუნდში ნეიმარსა და მესიზე მაღალი ხელფასი და ორწლიანი ხელშეკრულებაც შესთავაზოს.
თუმცა, მბაპემ კლუბს შეატყობინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ზაფხულამდე არ მიიღებს, რადგან ამ სეზონის ჩამთავრებაზე სურს კონცენტრირება და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებს ახალ გუნდზე.
თავის მხრივ მადრიდის „რეალი“ დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელი „პსჟ-სთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და მათ რიგებში ზაფხულში უფასოდ გადაბარგდება.