ავტორიზაცია

"ალბათ ევროპული პასპორტი უნდა მიიღოს", - ლოვრენი სალაჰზე

"ალბათ ევროპული პასპორტი უნდა მიიღოს", - ლოვრენი სალაჰზე
თარიღი 18 Jan 2022, 18:57

„ლივერპულის“ ექს-მცველმა და ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელმა, დეიან ლოვრენმა, ფიფას წლის სიმბოლურ თერთმეტეულში მო სალაჰის ვერ მოხვედრაზე ისაუბრა.

როგორც იცით, ეგვიპტელი ფეხბურთელი წლის საუკეთესო მოთამაშის ნომინაციის სამეულში მოხვდა, სიმბოლურ თერთმეტეულში კი - ვერა. შეტევაში მისი ადგილი მესიმ, რონალდუმ, ლევანდოვსკიმ და ჰოლანდმა დაიკავეს.

„სალაჰისთვის ფიფას თერთმეტეულში ადგილი ვერ მოიძებნა? ვინც ფეხბურთში ერკვევა ყველამ იცის, რომ ის იქ ყოფნას იმსახურებს.

რა უნდა გააკეთოს კიდევ სალაჰმა, რომ ფიფას სიმბოლურში მოხვდეს? ალბათ, ევროპული პასპორტი მიიღოს.“ - წერს ლოვრენი „ტვიტერზე“.

წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში სალაჰი მესამე ადგილს დასჯერდა და თავისზე წინ მხოლოდ ლეო მესი და რობერტ ლევანდოვსკი გაუშვა.