ავტორიზაცია

"ახლა არ არის იმ ზონაში, როცა მისი ადგილი არ განიხილება", - ტუხელმა მაუნტის სკამზე დატოვების მიზეზი დაასახლეა

"ახლა არ არის იმ ზონაში, როცა მისი ადგილი არ განიხილება", - ტუხელმა მაუნტის სკამზე დატოვების მიზეზი დაასახლეა
თარიღი 18 იან 2022, 19:09

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა აღიარა, რომ მეისონ მაუნტი „სიტისთან“ მატჩში სასტარტოში ვერ მოხვედრით უკმაყოფილო იყო.

„მისი უკმაყოფილება ჩემთვის გასაგებია და ეს სრულიად ნორმალურია - მიუხედავად ყველაფრისა, ეს მეისონის ხასიათის ფარგლებში რჩება, რომელიც კეთილი, ზრდილობიანი და ჭკვიანია. ასე რომ აქ ცუდი არაფერია, თუმცა რა თქმა უნდა, ეს უკმაყოფილო გამოხედვა ჩემთვის გასაგებია.

ის გუნდში სწორედ ასეთი მატჩების ჩასატარებლად არის, მაგრამ ჩვენ უბრალოდ უფრო სწრაფი ფეხბურთელები ვამჯობინეთ. გვეგონა, რომ მეტოქის დაცვის გარღვევა ფლანგებზე ზიეჩის და პულიშიჩის დაყენებით უკეთ გამოგვივიდოდა, რადგან საჯარიმოში კრისტიანი საჯარიმოში თავისი სისწრაფის ხარჯზე უფრო სახიფათოა, ვიდრე მეისონი.

მომეჩვენა, რომ მეისონი არ არის იმ ოპტიმალურ ზონაში, როცა მისი ადგილი სასტარტოში არც უნდა განიხილებოდეს, როგორც მის შემთხვევაში თითქმის ყოველთვის ხდება ხოლმე. ამიტომ, გამოვიყენე ეს მომენტი და ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, მსგავსი რამ შეიძლება ხდებოდეს ხოლმე. ის ამით უკმაყოფილოა, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან მეისონი ყველას ძალიან უყვარს, ჩემი ჩათვლით.“ - ციტირებს ტუხელის სიტყვებს „ჩელსის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.