ავტორიზაცია

რეალმა და ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალებზე საფრანგეთში შესაძლოა აუცრელი ფეხბურთელები ვერ ჩაიყვანონ

რეალმა და ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალებზე საფრანგეთში შესაძლოა აუცრელი ფეხბურთელები ვერ ჩაიყვანონ
თარიღი 18 იან 2022, 20:23

მადრიდის „რეალმა“ და „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე შესაძლოა საფრანგეთში აუცრელი ფეხბურთელები ვერ ჩაიყვანონ.

The Times-ის ინფორმაციით, საფრანგეთმა ახალი შეზღუდვები მიიღო - მათი ქვეყნის ტერიტორიაზე სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ კორონავირუსის აცრის მქონე სპორტსმენები შეძლებენ.

გამომდინარე იქიდან, რომ „რეალი“ და „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ფრანგულ გუნდებს (პსჟ-ს და ლილს) ხვდებიან, მათ შესაძლოა საფრანგეთში აუცრელი ფეხბურთელები ვერ ჩაიყვანონ, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times იტყობინება.

„ჩელსიში“ დიდი ალბათობით ყველა ფეხბურთელი აცრილი არ არის, რადგან ერთ-ერთ ინტერვიუში თომას ტუხელმა ამაზე საუბარს თავი აარიდა და თქვა, რომ ვაქცინაცია თითოეული ადმაიანის არჩევანია.

რაც შეეხება „რეალს“, სუპერთასის დაწყების წინ გავრცელდა, რომ გუნდში ერთი აუცრელი ფეხბურთელი ნამდვილად არის და მისი საუდის არაბეთში ჩასვლა ეჭვქვეშ იყო, თუმცა შემდეგ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწია და ქვეყანა აუცრელი და აცრილი პირების მიღებას დათანხმდა.

თუმცა, კარლო ანჩელოტიმ ინტერვიუში თქვა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, „რეალის“ ყველა ფეხბურთელი აცრილია.