ავტორიზაცია

ედენ აზარი შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ედენ აზარი შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
თარიღი 18 იან 2022, 20:42

მადრიდის „რეალის“ შემტევმა ედენ აზარმა კარიერა შესაძლოა ისევ ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

AS-ის ინფორმაციით, 31 წლის ბელგიელი შემტევის გადაბირებით „ნიუკასლი“ ინტერესდება.

როგორც წყარო ამბობს, „კაჭკაჭებმა“ შესაძლოა აზარის სანაცვლოდ „რეალს“ 41 მილიონი ფუნტი შესთავაზონ. თუმცა, ედენის ტრანსფერს ხელს ის უშლის, რომ გუნდი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში ქვედა ადიგლებზე იმყოფება და გავარდნის დიდი საშიშროების წინაშე დგას.

ამჟამად, „ნიუკასლი“ პრემიერ ლიგაში მე-19 პოზიციაზეა და გასავარდ ზონაში იმყოფება.

როგორც ესპანურ პრესაში იწერება, ედენ აზარი მადრიდის „რეალში“ გაჩერებას აღარ აპირებს და გუნდის დატოვებას უახლოეს პერიოდში ეცდება - თუ ზამთარში არ გამოვა, ამას ზაფხულში აუცილებლად გააკეთებს. თავის მხრივ, „რეალი“ მოვლენათა ასეთი განვითარებისთვის მზადაა.