ავტორიზაცია

ადამა ტრაორე რასიზმთან ბრძოლას სერიოზულად შედგა და ყოველი თვის ხელფასიდან წილს სპეციალურ ფონდში გადარიცხავს

ადამა ტრაორე რასიზმთან ბრძოლას სერიოზულად შედგა და ყოველი თვის ხელფასიდან წილს სპეციალურ ფონდში გადარიცხავს
თარიღი 18 იან 2022, 21:27

„ვულვერჰემპტონის“ ესპანელი ნახევარმცველი ადამა ტრაორე კომპანია Common Goal-ს ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

25 წლის ფეხბურთელი ამ ანტირასისტულ მოძრაობას თავისი ხელფასის ერთ პროცენტს გადაურიცხავს.

„საფეხბურთო სათაურებში რასიზმის აქტები საკმაოდ ხშირად ხვდება. კარიერის მანძილზე მე მივხვდი, რომ შედეგები საქმეს მოაქვს და არა ცარიელ სიტყვებს.

ჩემთვის მნიშვნელოვანია გამოვიყენო ჩემო პლატფორმა, რათა ამ პრობლემის გადაჭრაში დავეხმარო. მესმის, რომ ჩემი ერთი პროცენტი პრობლემას ვერ მოაგვარებს და სისტემატურ რასიზმს ვერ მოგვაშორებს.

თუმცა, თუ მე ჩემი ამ საქციელით სხვებსაც ვუბიძგებ ამ ბრძოლაში ჩართვისკენ, მაშინ ჩვენ ხელს ვერაფერი შეგვიშლის და გავლენას აუცილებლად მოვახდენთ.“ - აღნიშნა ესპანელმა.

პროექტი „Common Goal” 2017 წელს დაარსდა. პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ფონდში ხელფასის წილი გადარიცხა - ასევე ესპანელი ხუან მატა იყო.