ავტორიზაცია

ბენფიკამ შევჩენკოსთან მოლაპარაკებების არსებობა ოფიციალურად უარყო

ბენფიკამ შევჩენკოსთან მოლაპარაკებების არსებობა ოფიციალურად უარყო
თარიღი 18 იან 2022, 21:31

სეზონის ბოლომდე ლისაბონურ გუნდს ამჟამინდელი მწვრთნელი გაწვრთნის.

„ბენფიკამ“ ოფიციალურად უარყო ინფორმაცია, თითქოს უკრაინის ნაკრების და „ჯენოას“ ექს-მწვრთნელთან, ანდრეი შევჩენკოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

„ლისაბონის „ბენფიკა“ აზუსტებს, რომ ჟორჟე ჟესუსის წასვლის შემდეგ არ გაუმართავს მოლაპარაკებები არც ანდრეი შევჩენკოსთან და არც რომელიმე სხვა მწვრთნელთან.

ერთადერთი, ვისაც მივმართეთ იყო ნელსონ ვერისიმო, რომელიც გუნდს მინიმუმ ამ სეზონის ბოლომდე ედგება სათავეში.“ - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

შევჩენკოს ასევე უკავშირებდნენ პოლონეთის ნაკრებში დანიშვნასაც, თუმცა ჯერჯერობით ამ თემაზე მოლაპარაკებების შესახებაც ბევრი არაფერი დაწერილა.

„მილანის“ ლეგენდარულმა ექს-ფეხბურთელმა „ჯენოაში“ მხოლოდ ორი თვე იმუშავა და წარუმატებელი სერიის შემდეგ, გუნდი დაატოვებინეს.